|
20 მაისს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერით კოლაიცია "ნინო ბირჯანაძე - ერთიანი ოპოზიცის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ტექსტი ქართულად არ არის თარგმნილი, არ შეესაბამება სინამდვილეს. 21 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტის თარგმანის გარდა მომზადდა სპეციალური გზამკვლევი, რომელშიც ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები და მათზე პასუხებია ასახული. თარგმანი და გზამკვლევი ხელმისაწვდომია, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდებზე.
|